logo
ENG



ნაყოფია ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მის კანდიდატურას "დიდი ალბათობით" აღარ დააყენებს

30 იან 202311:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/4qkw4rmxxt0vsi5.png

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ მის კანდიდატურას "დიდი ალბათობით" აღარ დააყენებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტში გაიმართება.

"პოლიტსაბჭოს არჩევნების არის დაგეგმილი, ეს არის მარტში, ისედაც დაგეგმილი იყო, როდესაც ეს არჩევნები გამოცხადდა ჩემი განცხადებაც გახსოვთ, რომ რა გვეჩქარება, შეგვეძლო ყველაფერი ერთად ჩაგვეტარებინა, რომ ამდენი არჩევნები ერთად არ გვეტარებინა."- ამბობს ნაყოფია.

კობა ნაყოფიამ, ასევე განმარტა, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე თავის საქმიანობას პარტიის ყრილობის შემდეგ შეუდგება, რომელიც "გაიზიარებს ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების ოქმს."

"შემდეგი პროცედურა არის ყრილობა, ყრილობამ უნდა დაამტკიცოს, რადგან საქართველოს კანონმდებლობა და წესდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას. ყრილობა, რა თქმა უნდა, გაიზიარებს შემაჯამებელ ოქმს ელექტრონულად ჩატარებული არჩევნებისა და ამის შემდეგ უკვე ახალი თავმჯდომარე შეუდგება საქმიანობას."- განაცხადა ნაყოფიამ.

* * * 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება. 


close დახურვა